• Ƀ/$

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ნოუთბუქი აუქციონზე $1.345 მლნ-ად გაიყიდა

29 მაისი 15:20 | ტექნოლოგიები

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ნოუთბუქი სახელწოდებით „ქაოსის მუდმივობა“ აუქციონზე რეკორდულ თანხად $1,345 მლნ-ად გაიყიდა.

ფორმალურად, ეს მხოლოდ Samsung NC10 პორტატული კომპიუტერია, რომელიც კომპიუტერული ვირუსების მთელ კრებულს ინახავს.


აღნიშნული კომპიუტერი თანამედროვე ციფრული ერის უნიკალურ არტეფაქტს წარმოადგენს, რომელიც Deep Instinct-მა სპეციალურად დაამზადა. კომპანიის მიზანი სერიოზული ციფრული საფრთხის მატერიელური განსახიერების შექმნა იყო. ჩანაფიქრშივე იდო, რომ ნოუთქბუქი სამუზეუმო ექსპონატად უნდა ქცეულიყო და ამავდროულად კიბერ სივრცის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეები რეალურად ეტარებინა.


კომპიუტერი „ქაოსის მუდმივობის“ მყარ დისკზე ჩაწერილია ისეთი ვირუსული სისტემების „შედევრები“ როგორიცაა WannaCry, ILOVEYOU, MyDoom, SoBig და DarkTequila. ამ სისტემებისგან გამოწვეული საერთო ზარალი სხვადასხვა წლებში ჯამში $95 მლრდ-ს აღემატება.


ყველა ეს ვირუსი, რომელიც ნოუთბუქში ინახება, ამჟამად უვნებელია. თუმცა, ჭკვიანი IT სპეციალისტის ხელში მოხვედრისას, ვირუსების ინტერნეტში გაშვება შესაძლებელია.


ნოუთბუქი „ქაოსის მუდმივობის“ მყიდველის ვინაობა ანონიმურია.


მსგავს თემაზე:

HP-ის კიბერ უსაფრთხოების გაძლიერებაზე Deep Instinct იზრუნებს



სხვა სიახლეები