შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სააგენტოს დაარსებიდან, თითქმის, ორი წლის განმავლობაში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობამ საქართველოში 1.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, წლის ბოლოსთვის კი ეს მაჩვენებელი 1.8 მილიარდ ლარს მიაღწევს.
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საფინანსო სექტორის მდგრადობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სააგენტო ანგარიშვალდებულია მთავრობის, პარლამენტის და ეროვნული ბანკის წინაშე. საქმიანობის შედეგები, რომელიც სააგენტოს ხელმძღვანელმა დღეს წარმოადგინა, დადებით შეფასებას იმსახურებს, თუმცა, სასურველია, მომავალი წლიდან დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს. სააგენტოშო ამ მიმართულებით გარკვეული გეგმები აქვთ, რომლის განხორციელებაში პარლამენტიდან სრულ მხარდაჭერას ვპირდებით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მსგავს თემაზე:
2019 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 4 217 პოლისია გაცემული
აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე პირებს სეტყვისგან მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
დეპოზიტების მოცულობამ 23.1 მლრდ-ს მიაღწია