• Ƀ/$

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

29 მაისი 17:08 | ფინანსები

29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7997 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7876 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -1.21 თეთრი შეადგინა.
 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1236 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1182 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა.


გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4656 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5408 ლარი
ეღირება.


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 მაისიდან  შევა ძალაში.


სხვა სიახლეები