• Ƀ/$

კონსტანტინოპოლის დაცემიდან 566 წელი გავიდა - შედეგები მსოფლიოსთვის

29 მაისი 19:22 | ანალიტიკა

566 წლის წინ, 1453 წლის 29 მაისს კონსატნტინოპოლი დაეცა, რითაც ბიზანტიის იმპერიამ არსებობა დაასრულა. მსოფლიოს გეოპოლიტიკური მოწყობა კი სამუდამოდ შეიცვალა.

ქალაქ რომის დაარსების თარითად ძვ.წ-ის 753 წელია მიჩნეული, რომელმაც 243 წელი მონარქიის სახით იარსება. ძვ.წ-ით 510 წელს სამეფომ არსებობა დაასრულა და მმართველობის ფორმა რესპუბლიკად გარდაიქმნა. დამყრობლური ომების შედეგად რესპუბლიკის საზღვრები ნელ-ნელა გაიზარდა და მთელი ხმელთაშუა ზღვა მის განკარგულებაში აღმოჩნდა.


ძვ.წ-ით 27 წელს რესპუბლიკაც დაემხო, იმპერიამ 476 წლამდე იარსება. იქამდე 395 წელს იმპერატორმა თეოდოსიუსმა ის 2 ნაწილად გაყო.


ბიზანტიის იმპერია, რომის მსგავსად, ერთ დროს უძლეველ სახელმწიფოდ მიიჩნეოდა. ის ითვლებოდა აგრეთვე საქრისტიანოს ცენტრადაც, რომელსაც არაოფიციალურად მეორე რომს უწოდებდნენ. თუმცა ჯერ კიდევ VII საუკუნეში, იმპერიას რამდენიმე მარცხი არაბებმა აგემეს. თუმცა რეალურად ის განადგურების პირას ოსმალებმა მიიყვანეს. 1453 წელს ყოფილი იმპერია 1 ქალაქსღა წარმოადგენდა, რომელმაც 29 მაისს არსებობა შეწყვიტა. ქალაქი მეჰმედ II-მ აიღო, უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე XI ბრძოლის ველზე დაიღუპა.


კონსტანტინოპოლის დაცემით ევროპისთვის ბოსფორის სრუტე დიდი ხნით დაიკეტა. იზოლაციაში აღმოჩნდა საქართველოც, რომელიც სულ რაღაც 13 წელიწადში სამეფოებად დაიშალა. ევროპული ცივილიზაციისთვის მომხდარის სიმძიმის მიუხედავად ქალაქის დაცემამ მრავალი პროცესი დააჩქარა.


ხელოვანები, ძირითადად მხატვრები და მოქანდაკეები კონსტანტინოპოლიდან თანამედროვე იტალიის ქალაქებში გაიქცნენ, რამაც აღორძინების ხანის დადგომას დაუდო სათავე. მართალია კონტინენტზე ინკვიზიციის ალი კიდევ 2 საუკუნეზე მეტ ხანს გიზგიზებდა, მაგრამ რელიგიური გავლენები მნიშვნელოვნად შესუსტდა. ადამიანი უკვე აღარ იყო ღვთის ხატად შექმნილი არსება, რომლის უმთავრეს მოვალეობას ლოცვა წარმოადგენდა. აღორძინების ლოგიკური გაგრძელება განმანათლებლობის ეპოქის დაწყება იყო. ადამიანისა და სამყაროს წარმოშობის, აგრეთვე სამყაროს მოწყობის შესახებ გაბატონებული იდეა უარყოფილი იქნა. თანამედროვე მეცნიერებას სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი.



ბოსფორის სრუტის გადაკეტვამ ევროპულ სახელმწიფოებს ახალი გზების ძიებისკენ უბიძგა. 1492 წელს კოლუმბის ხომალდი ამერიკის კონტინენტს მიადგა, მართალია მას თავის აღმოჩენა ინდოეთი ეგონა, მაგრამ სიმართლე მალე გაირკვა. აღმოჩნდა, რომ დედამიწა უფრო დიდი ყოფილა ვიდრე მხოლოდ ევრაზია და აფრიკა. ისტორიკოსთა ნაწილი შუა საუკუნეების დასრულების თარიღად 1453 წელს, ნაწილი კი 1492 წელს მიიჩნევს.



დღეს ბიზანტიის ტერიტორიაზე ევროპის, აზიისა და აფრიკის ტერიტორიაზე რამდენიმე სახელმწიფო მდებარეობს, რომელთაგანაც უმთავრესია თურქეთი. კონსტანტინოპოლის სტამბოლი ეწოდება, რომლის მოსახლეობაც 15 მლნ-ს აღემატება და ყველაზე დიდი ქალაქია არა მხოლოდ თურქეთში, მთელ ევროპაშიც. თურქეთი 1952 წლიდან ნატოს წევრია, მისი თუმცა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი სურვილად დარჩა. აია სოფიას ტაძარი ჯერ მეჩეთად გადაკეთდა, შემდეგ მუძემუმად, თუმცა შეიძლება მალე ისევ მეჩეთად გადაკეთდეს. 2019 წელს სტამბოლში ახალი აეროპორტი გაიხსნა, რომლის წლიური გამტარუნარიანობა ამჟამად 90 მლნ მგზავრს, შეადგენს, მაგრამ საბოლოო მიზანი 200 მლნ მგზავრია რაც მსოფლიო რეკორდი იქნება. 2018 წელს პირველ ადგილზე გასული ატლანტის აეროპორტი 107 მლნ მგზავრს მოემსახურა. 



თურქეთი საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აკავშირებს. 2018 წელს სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ $1.7 მლრდ შეადგინა, საიდანაც $230 მლნ ექსპორტი იყო, $1.47 მლრდ კი იმპორტი. თურქეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციების მოცულობამ კი ბოლო 20 წელიწადში $1.5 მლრდ-ს გადააჭარბა.


მსგავს თემაზე:

საქართველოდან თურქეთის პორტებით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 700 000 ტონას მიაღწია


სტამბოლის ახალი აეროპორტი საწვავით, საქართველოს გავლით მომარაგდება


გადაიქცევა თუ არა სტამბოლი მსოფლიო საფინანსო ცენტრად?



სხვა სიახლეები