• Ƀ/$

გაცოცხლებული ჯოკონდა – რუსი IT-ტექნოლოგების ახალი პროდუქტი და „ფეიქ-კონტენტის“ საფრთხე

30 მაისი 13:16 | ტექნოლოგიები

მოსკოვის „სამსუნგის“ ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრის პროგრამისტებმა შექმნეს სპეციალური ნეირო ქსელი, ვიდეო-სტატიკური გამოსახულების შესაქმნელად.

რუსი IT-სპეციალისტების ჯგუფმა, იგორ ზახაროვის ხელმძღვანელობით, მონა-ლიზაზე და სხვა ცნობილი ხელოვნების ნიმუშებზე მისი დემონსტრირება განახორციელა.


ნეირო ქსელის ამოქმედების შედეგად ჯოკონდა „გაცოცხლდა“ და იგი არ გამოიყურება ისე უხარისხოდ, როგორც სხვა მსგავს პროგრამებში. იგი ძალიან რეალისტურია.



და ვინჩის შედევრის პარალელურად, რუსმა პროგრამისტებმა „გააცოცხლეს“ სალვადორ დალის, აინშტაინის და სხვათა პორტრეტები.


ტექნოლოგიას ოფიციალურად „Few-Shot”, ხოლო არაოფიციალურად „მოსაუბრე თავები“ ეწოდა, რადგან იგი გამოსახული ობიექტის თავზე მუშაობს მხოლოდ.


შემქმნელებმა ახსნეს მისი მუშაობის პრინციპი. რამდენიმე კადრი აერთიანებს ნერვულ ქსელს. ერთი კითხულობს სახის პარამენტრებს, მეორე გამოსახულების კუთხეებს, ხოლო მესამე სინქრონს უკეთებს წინა ორის მოქმედებას.


ნეირო ქსელსა და ვიდეო მონტაჟს შორის არის ის სხვაობა, რომ პირველ შემთხვევაში არ არის ე.წ. დახატული კადრი. ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს მხოლოდ საჭირო ობიექტის გამოსახულებას. რაც უფრო მეტია ასეთი გამოსახულება, მით მეტია შანსი შეიქმნას მაქსიმალურად რეალისტური ვიდეო.



IT-ტექნოლოგებს თქმით, ეს პროდუქტი გამოსადეგია სათამაშო ინდუსტრიაში, რათა რეალისტური ავატარები შეიქმნას. მაგრამ არის იმის რეალური საშიშროება, რომ ეს ტექნოლოგია არა-დანიშნულებისამებრ, ყალბი ვიდეოების შესაქმნელად იყოს გამოყენებული.


აშშ-ის ტეხასის უნივერსიტეტის დოქტორის, რობერტ ჩესნის განცხადებით, ეს ტექნოლოგია არაკეთილსინდისიერი, ე.წ. ფეიქ-ვიდეოების შექმნის შესაძლებლობებს იძლევა.


თითოეულ ადამიანს ინტერნეტ სივრცეში ერთი-ორი ფოტო მაინც აქვს განთავსებული და ეს საკმარისია იმისთვის, რომ შეიქმნას ფეიქ-კონტენტი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ გავრცელებულია სოც-ქსელებში და მედიაში.


სხვა სიახლეები