• Ƀ/$

საქართველოში პირველი მზის ელექტროსადგური საგარეჯოში განთავსდება

30 მაისი 16:07 | ტექნოლოგიები

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით საქართველოში პირველი 5 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური საგარეჯოში განთავსდება.

როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ უახლოეს პერიოდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდეს ტენდერი დამატებით 30-დან 50-მეგავატზე ახალ, მზის ელექტროსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაზე სწორედ კახეთის რეგიონში.


„მზის ელექტროგენერაციის თვალსაზრისით კახეთი  მართლაც გამორჩეულია თავისი ბუნებრივი პირობებით, რადგან მზის ენერგიასთან ერთად აქ არსებობს თავისუფალი მიწის ფართობები და ჩვენი პროექტი გვიჩვენებს, რომ კახეთი ზუსტად არის მორგებული ამ სფეროს“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმებზე, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში ხორციელდება. მისი თქმით, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებები ევროპელი პარტნიორების წინაშე ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ამასთან, 2017 წლიდან საქართველო ენერგეტიკული თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრია, რაც ნიშნავს როგორც პასუხისმგებლობას, ასევე შესაძლებლობებს,  რომ ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკის საფუძველზე რამდენიმე წელიწადში ევროპული ტიპის მწვანე ეკონომიკად გარდავიქმნათ.


საქართველოში უდიდესი პოტენციალის მიუხედავად მზის ელექტროსადგური ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. ცალკეული მინი პროექტებისა და სახურავებზე განთავსებული პანელების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია წელიწადში 2 მლნ კვტ/სთ-ს აღწევს, რაც საერთო მოხმარების 0.02%-ზე ნაკლებია. 


მსგავს თემაზე:

265 მლნ ცხენისძალიანი მზის ელექტროსადგური გლობალური დათბობის წინააღმდეგ


მზის პანელების ფასები მცირდება - წარმოება იზრდება


N61-ე საჯარო სკოლის სახურავზე მზის პანელები დამონტაჟდა


აშშ-ში მზისა და ქარისგან მიღებული ელექტროენერგის მოცულობა საქართველოს ჯამურ მოხმარებას 30.5-ჯერ აღემატება


უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მლნ ლარი გამოიყო



სხვა სიახლეები