• Ƀ/$

თემქის ხევში პარკის მოწყობის შესაძლებლობა 20 ჰექტარზე დადასტურდა

31 მაისი 11:12 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ თამარ ტალიაშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას თემქის ხევის კვლევის შედეგები წარუდგინა.

თემქის ხევის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის მიხედვით განისაზღვრა. გენგეგმის რეკომენდაციის გათვალისწინებით, თბილისის მერიამ ჩაატარა წინასაპროექტო კვლევა, რომელმაც 25 ჰექტარი მოიცვა. კვლევის შედეგებით, პარკის მოწყობის შესაძლებლობა 20 ჰექტარზე დადასტურდა.


მაია ბითაძის თქმით, ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება მდინარის გახსნა.


„ამ პარკში ვფიქრობთ, რომ განთავსდება და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მდინარე გაიხსნას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ზღვის უბანს მოვუწყოთ არაჩვეულებრივი ახალი საქალაქო პარკი, რომლის პრეცედენტი, ვფიქრობ, რომ საქართველოში არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალოდ საპროექტო სამუშაოები და სამშენებლო სამუშაოებიც, ვფიქრობ, ძალიან წარმატებულად განხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.


მსგავს თემაზე:

მტირალას ეროვნულ პარკში „თოკების პარკი“ გაიხსნა


დიდ დიღომში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა



სხვა სიახლეები