• Ƀ/$

ლარმა გამყარება დაიწყო

31 მაისი 13:52 | ფინანსები

რეკორდული გაუფასურების შემდეგ ლარმა გამყარება დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე $1-ის ღირებულება 2.7925-ს შეადგენს, რაც პიკურ მაჩვენებელზე 1.43 თეთრით ნაკლებია.

ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული 31 მაისის ოფიციალური კურსი 2.8023-ს შეადგენს. ვაჭრობის შედეგად ყველაზე მაღალმა კურსმა 2.8068 შეადგინა. დღევანდელი მინიმუმი კი 2.7838-ზე დაფიქსირდა.


ბოლო 2 დღეში 6.01-დან 5.87-მდე გამყარდა თურქული ლირაც. რუსული ვალუტის კურსი კი ფაქტობრივად უცვლელია და $1-ის ღირებულება 65 რუბლს შეადგენს.


წლის დასაწყისში დოლარის ღირებულება 2.6727-ს შეადგენდა. 19 თებერვლამდე კურსი 2.6404-მდე გამყარდა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-თებერვალში სებმა სავალუტო ბაზარზე 9 ინტერვენცია განახორციელა და ჯამში ბრუნვიდან $135 მლნ ამოიღო.


ბოლო 4 თვეში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 5.7%-ით გაუფასურდა


მსგავს თემაზე:

ლარი – რა არის გამოსავალი?



სხვა სიახლეები