• Ƀ/$

აზერბაიჯანმა „ბოინგთან“ მილიარდიანი კონტრაქტი გაწყვიტა

3 ივნისი 12:19 | კომპანიები

აზერბაიჯანმა „ბოინგ 737 მაქ 8“-ის შესყიდვაზე უარი განაცხადა.  ინფორმაცია „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ გაავრცელა. ხელმოწერილი კონტრაქტის მიხედვით, აზერბაიჯანულ ავიაკომპანიას „ბოინგისგან“ 10 ასეთი თვითმფრინავი უნდა ეყიდა.

კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზად „ბოინგ 737 მაქს 8“-ის ტექნიკურ გაუმართაობა დასახელდა.

2017 წლის აპრილში აზერბაიჯანულმა ავიაკომპანია „სილქ ვეიმ“ „ბოინგთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ის 10 თვითმფრინავის ყიდვას აპირებდა. გარიგების ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს და თვითმფრინავები აზერბაიჯანს 2020 წლის ბოლომდე უნდა მიეღო.


მსგავს თემაზე:

სიდნეიდან ლონდონამდე 5 საათში ჩასვლა ჰიპერბგერითი ბოინგით გახდება შესაძლებელი


თურქეთთან და აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობის საკითხები გაღრმავდება



სხვა სიახლეები