• Ƀ/$

ბილაინი მულტიფუნქციური ჩატ-ბოტით მომსახურებას კიდევ უფრო ამარტივებს

4 ივნისი 12:50 | კომპანიები

ბილაინმა, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრმა, მომხმარებლების მომსახურების კიდევ უფრო გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, ახალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჩატ-ბოტი სუპერ • ბი დანერგა.

ჩატ-ბოტი ქართულად საუბრობს და ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, Facebook Messenger-ის მეშვეობით. შესაბამისად, სუპერ • ბი-ს გამოყენებისთვის საკმარისია მომხმარებელს ჰქონდეს Facebook-ის ანგარიში. ჩატ-ბოტის შექმნაზე იმუშავა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ექსკლუზიურად მომუშავე ქართულმა კომპანიამ  Pulsar AI.


საქართველოს ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში სუპერ • ბი  პირველი მულტიფუნქციური, მესინჯერზე დაფუძნებული ჩატ-ბოტია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს უკვე ბევრი მომსახურების მიღება შეუძლია, მათ შორის: 


·         ბალანსის შევსება საკუთარ და სხვის ნომერზე


·         თანხის გადარიცხვა ნომრიდან ნომერზე


·         ბალანსის შემოწმება


·         მიმდინარე მომსახურებების, პაკეტებისა და ტარიფების შემოწმება


·         განვადების დეტალების შემოწმება


·         დეტალური ამონაწერის მიღება


·         კრედიტის, ტარიფისა და პაკეტების გააქტიურება/გათიშვა


·         ინფორმაციის მიღება ბილაინის მომსახურებების შესახებ.


სამომავლოდ სუპერ • ბი ახალ ფუნქციებსაც შეიძენს და მომხმარებლებს კიდევ უფრო სრულყოფილ მომსახურებას შესთავაზებს. ბილაინის მიზანია, უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი იყოს მომხმარებლისთვის კომპანიასთან კომუნიკაცია და ბილაინის მომსახურებებისა თუ პროდუქტების გამოყენება.


სუპერ • ბი-სთან დასაკავშირებლად, ეწვიეთ: https://www.facebook.com/superbuperb/


მსგავს თემაზე:

ბილაინი მომხმარებელს სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებულ ინტერნეტპაკეტებს სთავაზობს


ბილაინის მხარდაჭერით კომპიუტერული პროგრამირების ქართულ ენაზე სწავლა უკვე შესაძლებელია



სხვა სიახლეები