• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 40 მლნ ისესხა

4 ივნისი 13:19 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2019 წლის 4 ივნისს, 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  129 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.500 პროცენტით, მაქსიმალური 6.540 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.514 პროცენტით განისაზღვრა.


სხვა სიახლეები