• Ƀ/$

„იანდექსის“ ურთიერთობა „ფეესბესთან“ ჩიხში შევიდა?

4 ივნისი 15:39 | კომპანიები

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (FSB), რუსულ კომპანია „იანდექსს“ დეშიფრირების გასაღებებს სთხოვს, „იანდექს ფოსტის“ და „იანდექს დისკის“ მომხმარებელთა მონაცემების გასატეხად.

აღნიშნულის თაობაზე მოთხოვნა სპეცსამსახურმა რამდენიმე თვის წინ გაუგზავნა ორგანიზაციას. ინფორმაციას რუსული მედია „RBC”, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


წყაროს თქმით, „იანდექსმა“ მოთხოვნა არ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის 10 დღე იყო განსაზღვრული.


2016 წელს, ძალაში შესული ე.წ. კანონი იარავოის შესახებ, ისინი ვალდებულნი იყვნენ, „ფეესბეს“ მოთხოვნის შესაბამისად გადაეცათ ასეთი ინფორმაცია. წინაარმდეგ შემთხვევაში, მათი რესურსები დაიბლოკება. ანალოგიური უარისგამო მანამდე ინტერნეტ-მესენჯერი „ტელეგრამი“ დაიბლოკა.


„იანდექსში“ თვლიან, რომ სპეცსამსახური „იარავოის კანონს“ ფართო გაგებით ირგებს და უარს აცხადებს გადასცეს მათ მომხმარებელთა წერილების შესაბამისი დეშიფრირების გასაღებები. ეს ხელმისაწვდომს გახდის ღია გახდეს სისტემის ყველა სერვისის პაროლები, რაც უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი რისკების მატარებელია.


„დეშიფრირების გასაღებები მათ მისცემს საშუალებას თვალყური ადევნონ მომხმარებლებს, თუ ვინ და რა სახის ფაილები ჩამოტვირთა ამა თუ იმ სერვისზე“ - აცხადებს ერთ-ერთი ექსპერტი.


წყაროს მტკიცებით, „იანდექსში“ თვლიან, რომ მათი „ფეესბესთან“ თანამშრომლობამ შესაძლოა მომხმარებელთა მნიშვნელოვანი შემცირება და დიდი ფინანსური დანაკარგები მოიტანოს.


კომპანიის პრეს-სამსახურში აცხადებენ,რომ „იანდექსი“ სრული პასუხისმგებლობით ეკიდება მოქმედ კანონმდებლობას და დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს. ხოლო ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში გამოცემის კითხვებს არ უპასუხეს.


წარსულში „ფეესბემ“ ანალოგიური, მომხმარებელთა მიმოწერის დეშიფრირების გასაღებები მესენჯერ „ტელეგრამს“ მოსთხოვა, რაზეც პასუხად უარი მიიღო. შესაბამისად, რუსეთში ერთი წელია „ტელეგრამი“ დაბლოკილია. დაბლოკილთა შორის 20 მილიონი მისამართი აღმოჩნდა.


მას შემდეგ, რაც „ტელეგრამმა“ ბლოკირების გვერდის ასავლელად, ამერიკული კომპანიების - „ამაზონისა“ და „გუგლის“ სერვერების გამოყენება დაიწყო, „როსკომნადზორმა“ არსებული შეზღუდვები შეამცირა და მესენჯერი მაინც აგრძელებს ფუნქციონირებას.


 Mediascope-ის ინფორმაციით, „ტელეგრამის“ ბლოკირებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, იგი სამ ყველაზე პოპულარულ მესენჯერებს შორის მაინც რჩება.


გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, დასავლური სამყარო წლებია სკეპტიკურად უყურებს კომპანია „იანდექსის“ საქმიანობას და მას მნიშვნელოვან საფრთხედ აღიქვამს.


უკანასკნელ წლებში, „იანდექსი“ მსოფლიოს მასშტაბით გახდა რიგით მეოთხე ყველაზე დიდი ონლაინ ძებნის ინსტრუმენტი. იგი განსაკუთრებით პოპულარულია პოსტ-საბჭოთა სივრცეში. მას რუსეთში, ბელარუსსა და ყაზახეთში ჰყავს ყველაზე მეტი მომხმარებელი.


სხვადასხვა წყაროების ცნობით, რუსეთის სპეციალური და სადაზვერვო სამსახურები, საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად გამუდმებით იყენებენ „იანდექსს“, როგორც ინდივიდუალური და კოლექტიური მანიპულირებისთვის.


კომპანია ორიენტირებულია ანტი-დასავლური ნარატივის გავრცელებაზე და რუსული პოლიტიკის განხორციელებაზე. ამის ნათელი მაგალითია „იანდექს რუკაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტების მითითება.


წლებია ასევე ვრცელდება ინფორმაციები იმის შსახებ, რომ „იანდექს ფოსტის“ კერძო მომხმარებელთა მიმოწერები და სხვა სახის პროდუქტები აქტიურად გადის მონიტორინგს „ფეესბეს“ და რუსი ჰაკერების მიერ, რათა მათ ეფექტური კიბერ-ოპერაციები განახორციელონ სხვადასხვა ინფრასტრუქტურის, საჯარო ინსტიტუტების და ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ.


სხვა სიახლეები