• Ƀ/$

ტიანამენის მოედანზე აქციის ტანკებით დარბევიდან 30 წელი გავიდა

4 ივნისი 19:07 | ანალიტიკა

ტიანანმენის მოედანზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ 30 წელი გავიდა. 1989 წლის 4 ივნისს ჩინეთის მთავრობამ პეკინში სტუდენტების დემონსტრაციას ტანკებით გადაუარა, რასაც რამდენიმე ათასი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. 

მაოს რეჟიმმა ჩინეთში რეპრესიებითა დაშიმშილით 60 მლნ ადამიანზე მეტი შეიწირა. მისი სიკვდილის მომენტში 1978 წელს, ჩინეთი უღარიბესი სახელმწიფო იყო და 1 სულ მოსახლეზე შემოსავლებით მას აფრიკის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა უსწრებდა. დენ სიაო პინის დროს რეჟიმი მნიშვნელოვნად შერბილდა, დაშვებული იქნა კერძო საკუთრება, ეკონომიკამამ გამაოგნებელი ტემპით დაიწყო ზრდა, თუმცა მკაცრი ცენტრალიზებული მმართველობა არ მოშლილა.


დემოკრატიული რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის მოთხოვნით აქციები 15 აპრილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეთა რიცხვი ეტაპობრივად იზრდებოდა და ივნისის დასაწყისში მილიონს მიაღწია. დარბევაც სწორედ ამ დროს გადაწყდა.


აქციის დარბევას დასავლური სამყაროს მხრიდან პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა. აზიურმ ქვეყნებმა დუმილი ამჯობინეს.



ამ მოვლენიდან მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკა ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით განაგრძობდა ზრდას, რომელიც მართალია 6.5%-მდე შემცირდა, მაგრამ მისი ზომიდან გამომდინარე - $13 ტრლნ-ზე მეტი მაინც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ჰონკონგი, მაკაუ, შენჟენი ამ ქალაქებმა განვითარების ტემპით ევროპული ქალაქები წლების წინ ჩამოიტოვეს. ჩინეთშია ყველაზე დიდი პორტი, ჩენეთში შენდება ყველაზე მეტი ცათამბჯენი, ჩინეთში იდება ყველაზე მეტი თანხები ინფრასტერუქტურაზე, მაგრამ ავტორიტარული მმართველობა მაინც ნარჩუნდება.


მსგავს თემაზე:

ჩინეთში Wikipedia დაბლოკეს


როდის გაუსწრებს ჩინეთი აშშ-ს?



სხვა სიახლეები