• Ƀ/$

TESLA model 3-ის გაყიდვების ზრდის ტემპი პროგნოზირებულს ჩამორჩება

5 ივნისი 18:16 | ტექნოლოგიები

TESLA model 3-ის გაყიდვები იზრდება, თუმცა გეგმას მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება. აშშ-ში 2019 წლის პირველ 5 თვეში სულ 46 425 model 3 გაიყიდა, რაც გასული წლის ბოლო 5 თვის მონაცემზე ნახევარზე ნაკლებია.

მაისში შტატებში სულ 13 950 model 3 გაიყიდა, რაც აპრილის მაჩვენებელს 30%-ით, თებერვლის მაჩვენებელს კი 140%-ით აღემატება, მაგრამ 1.84-ჯერ ნაკლებია დეკემბერთან შეადარებით.


უფრო მეტი სიზუსტისთვის აუცილებელია ამ რიცხვებს ევროპის მონაცემებიც დაემატოს. მაისის სტატისტიკა ჯერ უცონობია, აპრილში კი ბაზარს 3740 TESLA model 3 მიეწოდა. მთლიანბაში კი მასკმა წელს 60 000-ზე მეტი model 3-ის რეალიზება მოახერხა. ასეთი ტემპის პირობებში გაყიდვები 2018 წლის მაჩვენებელს აუცილებლად გადააჭარბებს, მაგრამ პროგნოზირებულ რიცხვთან ახლოსაც ვერ მივა.


TESLA-ს მსგავსად გაზრდილია სხვა ელექტრომობილების ჯამური გაყიდვები, თუმცა შემცირებულია ზრდის ტემპი.


მსგავს თემაზე:

ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა


Tesla-ს ჩინური მოდელი 3-ის ღირებულება $43,400-დან დაიწყება



სხვა სიახლეები