• Ƀ/$

მწვანე ავტობუსები N55 მარშრუტზე გავიდნენ

6 ივნისი 11:11 | ეკონომიკა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავ N55 მარშრუტზე ახალი, მწვანე „მანის“ მარკის ავტობუსები გავიდნენ. N55 მარშრუტი, N71-თან და N50-თან ერთად, მესამე მარშრუტი იქნება, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩას გაივლის.

კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრა 18, 32 და 47 ნომრებთან, ხოლო თავისუფლების მოედანზე „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ.


აქამდე კოტე აფხაზის ქუჩას ავტობუსები არ ემსახურებოდნენ. გარეუბნებიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი სამივე მარშრუტის კოტე აფხაზის ქუჩაზე გატარება ძველი თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უბნის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.


პირველი მწვანე ავტობუსები თბილისის ქუჩებში 13 მაისიდან N85 და N95 მარშრუტებზე გავიდნენ. თბილისის მერიამ სულ 90 ერთეული მწვანე „მანის“ მარკის ავტობუსი შეიძინა. მათგან თბილისმა უკვე 50 ერთეული მიიღო. დარჩენილი 40 ავტობუსის შემოყვანა მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.


მსგავს თემაზე:

MAN-ის ახალი, 10-მეტრიანი ავტობუსები N85 და N95 მარშრუტებზე გავიდნენ


ლილომდე და რუსთავამდე მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტს ავსტრიული კომპანია მოამზადებს


მეტრო დელისიდან აბაშიძის ქუჩამდე დროებითი მარშუტები დაინიშნა



სხვა სიახლეები