• Ƀ/$

ლარის კურსი 2.75-ს ჩამოსცდა

6 ივნისი 15:22 | ფინანსები

ლარი გამყარებას განაგრძობს, 20 მაისის შემდეგ პირველად კურსი 2.75-ს ჩამოსცდა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე $1-ის ღირებულებამ 6 ივნისს 15 საათისთვის 2.7431 ლარი შეადგინა. 

წლის დასაწყისში დოლარის ღირებულება 2.6727-ს შეადგენდა. 19 თებერვლამდე კურსი 2.6404-მდე გამყარდა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-თებერვალში სებმა სავალუტო ბაზარზე 9 ინტერვენცია განახორციელა და ჯამში ბრუნვიდან $135 მლნ ამოიღო, მაგრამ გაზაფხულზე ლარმა გაუფასურება დაიწყო და პიკს მაის ბოლოს მიაღწია, როცა, პირველად ლარის არსებობის 24 წლიანი ისტორიის განმავლობაში კურსმა 2.80-იანი ნიშნული გადალახა და შემდეგ ეტაპობრივად გამყარება დაიწყო.


ეროვნული ბანკის ოფიციუალური კურსი 2.7500-ს შეადგენს.


სხვა სიახლეები