• Ƀ/$

Ford-ის ძრავის ქარხანა უელსში 2020 წელს დაიხურება

6 ივნისი 15:53 | კომპანიები

Ford-ის ძრავის ქარხანა რომელიც სამხრეთ უელსის ქალაქ ბრიჯენდში მდებარეობს, 2020 წლის სექტემბერში დაიხურება, რის გამოც სამუშაოს 1700 ადამიანი დაკარგავს.

საუბარია ასევე კომპანიის ხელმძღვანელობის სავარაუდო გადაწყვეტილებაზე, რომელიც თანამშრომლების სხვადასხვა ადგილას გადაყვანას ეხება.


ოფიციალურ განცხადებას თანამშრომლებისთვის Ford მოგვიანებით გააკეთებს. იტყობინება BBC Wales.


ავტონაწილების მწარმოებელი კომპანია GMB-ის განცხადებით, ეს იქნება დიდი დარტყმა როგორც ბრიჯენდის მოსახლეობის ისე მთელი სამხრეთ უალსის ეკონომიკისთვის.


 


მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ამერიკული ავტოწარმოების გიგანტი FORD 7000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავდა. შემცირება შეეხებოდა როგორც ადტმინისტრაციის პერსონალს, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტის რიგით თანამშრომლებს.
FORD ელექტრომობილებში ინვესტირებას ზრდის, პარალელურად უპილოტოების ბაზარიც პერსპექტიულად მიაჩნია და თანხებს არც ამ მიმართულებით იშურებს. რობოტიზაციის დონის ზრდა კი თანამშრომელთა რაოდენობის საჭიროების შემცირებას იწვევს.


FORD არც პირველია და სავარაუდოდ არც უკანასკნელი, რომელმაც სტაფის შეკვეცის გადაყვეტილება მიიღო. გასული წლის ნოემბერში General Motors-მა 14 000 თანამშრომლის შემცირების შესახებ გაავრცელა განცხადება.


FORD 1903 წელს ჰენრი ფორდმა დააარსა. მალევე მან კონვეიერული წარმოებით ავტოინდუსტრიაში გადატრიალება მოახდინა, რადგან თვითღირებულების შემცირებამ და წარმოების ზრდამ მასზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ფორდი იყო პირველი რომელმაც მუშის ხელფასი დღეში $5-მდე გაზარდა, რაც ამჟამინდელი კურსით $100-ს აღემატება. დღეს მისი კაპიტალიზაცია $40 მლრდ-ს შეადგენს, შემოსავალი $160 მლრდ-ს, თუმცა წმინდა მოგება მინუსშია და მან 2018 წელს $3.67 მლრდ-ს მიაღწია. დასაქმებულთა რიცხვი 2018 წლის დეკემბერში 200 000-ს შეადგენდა.


მსგავს თემაზე:

Ford ჩრდილოეთ ამერიკიდან 1,3 მლნ ავტომობილს გაიწვევს


Ford ბაზრიდან თითქმის მილიონ ავტომობილს გაიწვევს


FORD 7000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს



სხვა სიახლეები