• Ƀ/$

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

7 ივნისი 13:29 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება. 

პროექტის მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია გაეცნო.


პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.


შემოვლითი გზის მშენებლობის გარდა, ბაკურიანში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა,  მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება, ასევე დაგეგმილია ბაკურიანისთვის სპეციალური ტრანსორტის შეძენა, ბაკურიანის ურბანული განახლება, სატრანსპორტო გეგმის შემუშავება, ავტოსადგომის, ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობა, ასევე ბაკურიანის რეკრეაციული პარკის რეაბილიტაცია.


მსგავს თემაზე:

თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო


შატილამდე მიმავალი გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება



სხვა სიახლეები