• Ƀ/$

სებმა ბრუნვიდან $20 მლნ ამოიღო

7 ივნისი 17:21 | ფინანსები

ეროვნული ბანკის მიერ გამართულ სავალუტო აუქციონზე 2019 წლის 7 ივნისს, სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7384 შეადგინა.

დღევანდელი ოფიციალური კურსი 2.7411-ს შეადგენდა, თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კურსი უფრო მყარი იყო. 1 კვირის წინ კი ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 2.80-ს გადააჭარბა. 8 ივნისის ოფიციალური კურსი კი 2.7344 გახდა.


მიმდინარე ინტერვენცია წელს უკვე მეთერთმეტეა. ჯამში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შესავსებად ბრუნვიდან უკვე $165 მლნ ამოიღო.


 


სხვა სიახლეები