• Ƀ/$

ინვესტიციების მოცულობა შემცირდა

10 ივნისი 12:00 | ეკონომიკა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის I კვარტალში $281 მლნ შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 6.3%-ით ნაკლებია. 

შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.


პირველ კვარტალში ყველაზე მეტი $540 მლნ-იანი ინვესტიცია 2007 წელს განხორციელდა, რაც ასევე რეკორდული იყო მშპ-სთან მიმართებაშიც, წლევანდელი მაჩვენებელი კი ყველაზე მცირეა 2011 წლის შემდეგ.



ქვეყნების მიხედვით ყველაზე დიდი ინვესტორი ირლანდიაა $133 მლნ-ით, მეორე და მესამე ადგილებს 44 და 23 მლნ-ით ბრიტანეთი და აშშ ინაწილებენ.


სექტორების მიხედვით $43 მლნ-იანი ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა, ტრანსპორტში - $29 მლნ, სასტუმროებსა და რესტორნებში $25 მლნ.


მსგავს თემაზე:

ინფლაციის განაკვეთმა მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა


აშშ-ში უმუშევრობა 50 წლიან მინიმუმზე ნარჩუნდება



სხვა სიახლეები