• Ƀ/$

ბრიტანეთი და კორეა თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმდნენ

10 ივნისი 16:04 | ეკონომიკა

ბრიტანეთი და კორეა ბრექსიტის დასრულების შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის დაწყებას გეგმავენ. მხარეებმა დოკუმენტს უკვე მოაწერეს ხელი.

ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა და ამომრჩეველთა 51.9%-მა ხმა გაერთიანების დატოვებას მისცა. თავდაპირველი გეგმის თანახმად პროცესი 2019 წლის 29 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ 31 ოქტომბრამდე გადაიწია.


მოლაპარაკებების გაწელვის მთავარი მიზეზი ახალი სავაჭრო შეთანხმების პირობებია, რომელიც ევროკავშირთან თავიდან უნდა გაფორმდეს. მოლაპარაკებები სხვა პარტნიორებთანაც გრძელდება, მათგან უმთავრესი შეერთებული შტატებია, თუმცა განიხილება საქართველოს შემთხვევაც.


2018 წელს ბრიტანეთსა და კორეას შორის ვაჭრობის მოცულობამ $13 მლრდ-ს მიაღწია.


მსგავს თემაზე:

ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსითის გადავადების კანონი დაამტკიცა


კორეაში 10 000 დასაქმებულზე 710 რობოტი მოდის



სხვა სიახლეები