• Ƀ/$

ნავთობი ისევ ძვირდება

11 ივნისი 11:17 | ეკონომიკა

ეტალონური მარკების ნავთობის ფასი აზიურ ვაჭრობებზე პლუსში წავიდა. ინვესტორები ბაზარზე ნედლეულის მოთხოვნა–მიწოდების თანაფარდობაში გარკვევას ცდილობენ.

Brent-ის მარკის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე დღეს დილით 0,29%–ით გაიზარდა $62,47–მდე ბარელზე.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე, ივლისში მიწოდების პირობით, 0,64%–ით არის გაზრდილი და 1 ბარელი $53,6 ღირს.


ნავთობის მსოფლიო ბაზრისთვის მთავარ საფრთხედ გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი და აშშ–ჩინეთის გაფუჭებული სავაჭრო ურთიერთობები რჩება.


მსგავს თემაზე:

ნავთობზე მაღალი ფასების ერა წარსულს ჩაბარდა?


ნავთობზე ფასის მკვეთრ ვარდნას რუსეთის მთავრობაც არ გამორიცხავს


„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ყველაზე სანდო კომპანიად დასახელდა



სხვა სიახლეები