• Ƀ/$

ავსტრალიაში 10-სართულიანი ხის საოფისე შენობა ააგეს

11 ივნისი 11:55 | ტექნოლოგიები

ხის სახლებს დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა დღევანდელობაში ის ძირითადად საკურორტო ზონებში ერთ ან ორსართულიანი კოტეჯებითაა შემორჩენილი. ავსტრალიამ ეს ტრადიცია დაარღვია და 10 სართულიანი ხის საოფისე შენობა ააგო. 

შენობის - 25 King in Brisbane-ს სიმაღლე 45 მეტრია რაც მსგავსი ტიპის შენობებს შორის ყველაზე მაღალია მსოფლიოში ვანკუვერში მდებარე 18 სართულიანი Tallwood House-ის შემდეგ. თითოეული სართულს 33 კოჭი იჭერს. კოლონადა კი 53 სვეტისგან შედგება. ინჟინრების მიზანს ეკომოგობრული გარემოს შექმნა წარმოადგენდა. მას გამწვანება არ შიგნიდან აკლია.


მშენებლობა, გამკაცრებული ეკოლოგიური სტანდარტების პირობებშიც კი - სამშენებლო მასალების სველი წესით დამშავება, ბადეების გამოყენება, გარემოს ერთ-ერთი საშიში დამაბინძურებელია. მართალია მისი მტვერი ატმოსფეროში ავტომობილის გამონაბოლქვის მსგავსად სწრაფად და შორ მანძილზე არ ვრცელდება, მაგრამ ის სამუდამოდ ილექება ახლოს მყოფი ადამიანის ფილტვებში. ხე ბევრად უფრო ეკოლოგიურია, მაგრამ ამავე დროს ძვირიც. გამოყენების მასშტაბი კი შეზღუდული, რადგან ტყის მასიური გაჩეხვა გარემოსთან მიმართებაში უკუშედეგს გამოიწვევს.



ავსტრალიასა და კანადაზე უფრო ამბიციური გეგმა იაპონიას გააჩნია. 2041 წლისთვის ტოკიოში 70 სართულიანი 350 მეტრის სიმაღლის W350-ის აგებას გეგმავს.


მსგავს თემაზე:

ავსტრალიამ სამედიცინო მარიხუანის ექსპორტი დაიწყო


ავსტრალიის მზის ელექტროსადგური 2 დღეში მილიონ დოლარიან მოგებაზე გავიდა


დრონს დღე-ღამეში 100 000 ხის დარგვა შეუძლია


ცათამბჯენები, რომლებიც ბურჯ-ხალიფას სიმაღლეში გაასწრებენ


ლონდონის ცათამბჯენზე გამჭვირვალე აუზი განთავსდება



სხვა სიახლეები