• Ƀ/$

1 წელი ისტორიული სამიტიდან - მოლოდინები და შედეგები

11 ივნისი 16:17 | ანალიტიკა

ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის პირველი ისტორიული შეხვედრიდან 1 წელი გავიდა. სინგაპურის სამიტმა ბირთული ომის დაწყების შესაძლებლობა გამორიცხა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მაინც იმედგაცრუება გამოიწვია. 

სამიტამდე 1 წლით ადრე კორეის დიქტატორმა ბირთული გამოცდების სერია დაიწყო. ფხენიანი ვაშინგტონს განადგურებით ემუქრებოდა. კიმ ჩენ ინის მუქარა გადაჭარბებული იყო, მაგრამ არა მთლად უსაფუძვლო. კორეული რაკეტები აშშ-ის კონტინენტურ ნაწილს ვერა, მაგრამ იოლად მისწვდობოდნენ აშშ-ის კუთვნილ კუნძულ გუამს. საფრთხე კიდევ უფრო რეალური 26 მლნ-იან სეულისა და 38 მლნ-იანი ტოკიოს წინაშე იდგა.


ტრამპმა მუქარას მუქარითვე უპასუხა და ნახევარკუნძულს ატომური ავიამზიდები მიაყენა. სანქციები კი მკვეთრად გაამკაცრა. მთლიანობაში ბირთულ ომში ჩრდილო კორეა უშანსოდ რჩებოდა, ის ბოლოს მაინც აუცილებლად გადანდგურდებოდა, მაგრამ შეიძლება ეს რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანის სოცოცხლის ფასად მომხდარიყო.


რიტორიკის შემცირება თებერვლიდან დაიწყო, როდესაც ფხენიანმა გადაწყვეტილება შეცვალა და სამხრეთ კორეაში პიონ ჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიიღო. მას დაერთო 2 კორესი ლიდერის რამდენიმე შეხვედრა სადემარკაციო ხაზთან. ყველაფერი კი ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრით დასრულდა.


მოლაპარაკების პირობის თანახმად ფხენიანს საერთაშორისო დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ სრული დენუკლერიზაცია უნდა მოეხდინა, საპასუხოდ აშშ კორეას სანქციებს მოუხსნიდა, რაც მისი ეკონომიკის განვითარების წინაპირობა უნდა გამხდარიყო. დაგეგმილი იყო ასევე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა ორ კორეას შორის. აშშ-ის გადასცეს 3 მოქალაქე რომლებსაც ფხენიანი ჯაშუშობას ედავებოდა, ასევე კორეის ომის დროს დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ცხედრები.


მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ტრამპსა და კიმ ჩენ ინის შორის 27-28 თებერვალს ვიეტნამში გაიმართა, მაგრამ მას შედეგი აღარ მოჰყოლია. 31 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო კიმმა საკუთარი დელეგაციის 5 წევრი სიკვდილით დასაჯა, მაგრამ მალევე იმ 5-დან 1-ის სატელევიზიო კადრები გავრცელდა.



მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 38-ე პარალელზე კორეა 2 ნაწილად გაიყო. 1950 წელს მოსკოვის მხარდაჭერით ჩრდილო კორეა სამხრეთ კორეას დაესხა თავს. მას ჩინეთიც ეხმარებოდა რომელმაც ომში 1.3 მილიონი ჯარისკაცი გააგზავნა. სამხრეთ კორეას კი აშშ და მთელი დასავლური სამყარო დაუდგა გვერდით. ომმა 3 წელს გასტანა. საზღვარი უცვლელი დარჩა, მაგრამ დაპირისპირებას 0.5 მილიონი ჯარისკაცი და 2.5 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ცხოვრების დონე 2 კორეას შორის რადიკალურად განსხვავდება სამხრეთ კორეელის შემოსავალი ჩრდილოკრეელისას დაახლოებით 22-ჯერ აღემატება.


მსგავს თემაზე:

ფხენიანმა ჯაშუშობაში ბრალდებული აშშ-ის 3 მოქალაქე გაანთავისუფლა


ვაშინგტონმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, ამჯერად ფხენიანის გამო


აშშ-ის სასამართლომ ჩრდილოეთ კორეა $0.5 მლრდ-ით დააჯარიმა


ჩრდილოეთ კორეამ ბირთული შეიარაღების პროცესი განაახლა


ტრამპთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის წევრები სიკვდილით დასაჯეს



სხვა სიახლეები