• Ƀ/$

აშშ-ში ნავთობის წარმოების ზრდა მისი ღირებულების შემცირებას გამოიწვევს

11 ივნისი 19:10 | ანალიტიკა

შეერთებული შტატები რუსეთთან და საუდის არაბეთთან ერთად დღეს ნავთობის სამ უმსხვილეს მომპოვებელს შორის გადის და დღიურად 12 მლნ ბარელზე მეტს აწარმოებს, სულ მალე შესაძლოა ლიდერობა უფრო თვალში საცემი გახდეს. 

Rystad Energy-ის კვლევის თანახმად აშშ-ის ნავთობმოპოვება წლის ბოლომდე 13.4 მლნ ბარელს მიაღწევს. მხოლოდ ტექსასში ამ რიცხვმა 5 მლნ ბარელს უნდა მიაღწიოს, რაც ოპეკის წევრ თითოეულს სახელმწიფოს მაჩვენებელს აღემატება საუდის არაბეთის გარდა.


ბოლო პერიოდში ირანისთვის და ვენესუელისთვის დაწესებულმა სანქციებმა, რაც მათ ნავთობის ექსპორტს უზღუდავს შავი ოქროს ფასი მნიშვნელოვნად გააძვირა, თუმცა აშშ-ის მიზეზით გაძვირებული ნავთობის ფასი შესაძლოა ისევ აშშ-ის მიზეზით დავარდეს. წარმოების ზრდის შემთხვევაში, სხვა თანაბარ პირობებში ფასები მცირდება ნებისმიერ პროდუქტზე, მათ შორის ნავთობზეც.


OPEC-ისა და OPEC+ -ის წევრი ქვეყნები წარმოების მოცულობის კონტროლით მუდმივად ცდილობენ მაქსიმალურად მაღალი ფასის დაჭერას, მათი მცდელობა უფრო მეტად წარმატებულია მაშინ როდესაც საერთო მოპოვებაში მაღალი წილი უკავიათ. ცალკე აღებული ოპეკი ამჟამად მსოფლიო ნავთობის 44%-ს მოიპოვებს, როდესაც მას თუნდაც მხოლოდ რუსეთი ემატება წილი 50%-ს აჭარბებს.


კარტელი ჯერჯერობით ახერხებს ფასით მანიპულირებას, მაგრამ მისი პოზიციები უძლეველი არ არის. იმავე Rystad Energy-ის კვლევის მიხედვით 2020 წელს აშშ ყოველდღიურად 14.3 მლნ ბარელზე უნდა გავიდეს. იმ შემთხვევაში თუ ვენესუელაში მადუროს რეჟიმი დაემხო და მას სანქციები მოეხსნა, ამ შემთხვევაში გლობალური მიწოდება კიდევ უფრო დიდი სისწრაფით გაიზრდება. დღეს ვენესუელა დღიურად 700 ათას ბარელს აწარმოებს, აშშ-იზე 18-ჯერ ნაკლებს, მაშინ როცა ის ნავთობის დამტკიცებული დამტკიცებული მარაგით პირველ ადგილზეა, რის მიხედვითაც აშშ-ის, რუსეთისა და ირანის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება.


მართალია ნავთობის მოხმარება კიდევ იზრდება, მაგრამ შენელებული ტემპით. რისი მიზეზიც ერთის მხრივ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის კლება და მეორეს მხრივ ელექტრომობილების რაოდენობის ზრდაა. მოთხოვნის შემცირება კი ნავთობზე ფასის კლების კიდევ ერთი მიზეზი უნდა გახდეს.


11 ივნისის მდგომარეობით Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი $62-ს, ხოლო WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი $53-ს შეადგენს. 


მსგავს თემაზე:

ნავთობზე მაღალი ფასების ერა წარსულს ჩაბარდა?


ნავთობზე ფასის მკვეთრ ვარდნას რუსეთის მთავრობაც არ გამორიცხავს



სხვა სიახლეები