• Ƀ/$

მამუკა ბახტაძე: ანაკლიის პროექტს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს

12 ივნისი 10:05 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან ანაკლიის პორტის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

"ანაკლიის პორტის პროექტს ჩვენი მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა; ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და მეტიც, ვეხმარებით კონსორციუმის წევრებს, მათაც შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რომ შედეგად საქართველომ მიიღოს ღრმაწყლოვანი პორტი და სრულფასოვნად აითვისოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


პრემიერმა ისაუბრა სიეტლში კომპანია SSA Marine-თან გამართულ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სურვილია, მსგავსი პროფილისა და მასშტაბის ამერიკული კომპანიები ანაკლიის პორტის პროექტში უფრო ფართოდ  იყვნენ წარმოდგენილი.


“ჩვენი მთავარი სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ სწორედ საქართველო უნდა იყოს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ამისთვის ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა მივაღწიოთ მიზანს და საქართველო იყოს ეკონომიკური ცენტრი. ანაკლიის პორტის პროექტს ჩვენი მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


 


 


 
 
 
 
 


მსგავს თემაზე:

ანაკლიის ნავსადგურთან მისასვლელი გზის მშენებლობა პორტის ოპერირების დაწყებამდე დასრულდება


ნათია თურნავა : ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი დროულად ამოქმედდეს



სხვა სიახლეები