• Ƀ/$

Uber-ის მფრინავი ტაქსი მალე ავსტრალიაშიც გამოჩნდება

12 ივნისი 10:39 | კომპანიები

Uber-მა განაცხადა, რომ ავსტრალია იქნება პირველი ქვეყანა საერთაშორისო ბაზარზე, სადაც მისი მფრინავი ტაქსის მომსახურება გავრცელდება.

კომპანიამ აირჩია მელბურნი, როგორც მესამე ქალაქი თავისი საჰაერო ტაქსის პროგრამისთვის. დანარჩენი ორი დალასი და ლოს-ანჯელესია. ტესტ-რეისები ავსტრალიაში 2020 წელს, ხოლო უკვე კომერციული ფრენები 2023 წელს დაიწყება. მფრინავი ტაქსის მომსახურება მსოფლიოში რამედენიმე კომპანიას აქვს.


Uber განაცხადა, რომ ამ მიმართულებით პროგრესი გზებზე საავტომობილო მოძრაობას განმუხტავს.


"Uber -ს აქვს დიდი პოტენციალი, განმუხტოს გადატვირთული საავტომობილო მოძრაობა გზებზე“,- ამბობს კომპანიის გლობალური ავიაციის განყოფილების ხელმძღვანელი ერიკ ალისონი.


მისი თქმით, მელბურნის ცენტრალური უბნიდან აეროპორტამდე 19 კმ-იან მანძილი Uber-ის მფრინავი ტაქსით დაახლოებით 10 წუთში დაიფარება, როცა იმავე მარშრუტისთვის ავტომობილით 1სთ-მდეა საჭირო.


მსგავს თემაზე:

ახალ ზელანდიაში მფრინავი ტაქსი წარმატებით გამოსცადეს


Uber-ის სფრინავი ტაქსებისა და მათი აეროპორტების კონცეპტუალური გამოსახულება


Toyota $0.5 მლრდ-ს ინვესტირებას Uber-ის უპილოტოებში მოახდენს



სხვა სიახლეები