• Ƀ/$

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვის ვადა 6 თვით გაუხანგრძლივდება

12 ივნისი 15:01 | ეკონომიკა

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის კონსორციუმს ფინანსური დახურვის ვადა 6 თვით გაუხანგრძლივდება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს განცხადებას არ უკავშირდება და მთავრობამ  ეს პოზიცია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მოლაპარაკებების შედეგად დაიკავა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიის პორტის პროექტის ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას ვადების გახანგრძლივების თხოვნით მიმართა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვისთვის დრო 15 ივნისამდე ჰქონდა.


მსგავს თემაზე:

ნათია თურნავა : ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი დროულად ამოქმედდეს


მაიკ პომპეო: ანაკლიის პორტი საქართველოს რუსეთის ეკონომიკური გავლენებისგან დაიცავს



სხვა სიახლეები