• Ƀ/$

ნათია თურნავა: ანაკლიის პორტის პროექტის ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება სოლიდურია

12 ივნისი 16:37 | ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან ანაკლიის პორტის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ანაკლიის პორტის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სოლიდურია მისი ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა საქართველოს პრემიერ მინისტრთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად აშშ-ში იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს.

მინისტრის თქმით, პროექტის ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება სოლიდური დასაბუთება არის სწორედ ის საფუძველი, რითიც აიხსნება ოთხი სხვადასხვა საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტის მაღალი ინტერესი პროექტის მიმართ.

„ეს ორგანიზაციები აწარმოებენ ჩვენთან მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ პროექტში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული და კომერციულადაც ძალიან მიმზიდველი პროექტი“ - განაცხადა ნათია თურნავამ



მსგავს თემაზე:

"ანაკლიის პორტი როგორც პროექტი არის ამ ქვეყნის უსაფრთხოების განზომილების მნშვნელოვანი კომპონენტი"


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვის ვადა 6 თვით გაუხანგრძლივდება



სხვა სიახლეები