• Ƀ/$

5G მხარდაჭერის მქონე Nokia Swan Pro Max-ს 12GB ოპერატიული მეხსიერება ექნება

12 ივნისი 16:47 | ტექნოლოგიები

12 წლის წინ NOKIA მობილურების ბაზრის 40%-ს აკონტროლებდა დღეს კი მისი წილი 2%-ზე ნაკლებია. ფინური კომპანია პოზიციების აღდგენისთვის ძალებს არ ზოგავს და ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებულ მოდელებს სთავაზობს. 

Nokia Swan Pro Max-ის მონაცემები მართლაც შთამბეჭდავია. სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 12GB-ს აღწევს, რაც მხოლოდ SAMSUNG galaxy S10+ -ის ზოგიერთ მოდელში გვხდება და ამ მაჩვენებლით ლეპტოპების უმრავლესობას აღემატება. ძირითადი მეხსიერების მოცულობა 256GB-ს შეადგენს, რომელსაც 512GB-იანი ჩიპიც ემატება.


წყალგამძლეობაში სიახლე აღარაფერია, თუმცა როგორც წესი სხვა ტელეფონების ლიმიტი 1 საათია 1 მეტრის სიღრმეზე, ახალი ნოკია 2 საათი ძლებს 2 მეტრის სიღრმეზე.


ძალიან ძლიერია ბატარეაც. 6000 მილიაპპერ საათით კონკურენტებს მინიმუმ 50%-ით აღემატება.


უკანა მხარეს სმარტფონს 2 კამერა გააჩნია, რომელთაგანაც პირველი 40MP-ანია, მეორე 16MP-იანი. რაც შეეხება სელფის კამერას ის 32MP-იანია.



უსასრულო ეკრანის ზომა 6.3 ინჩი. გარჩევადობა 2790 X 1080.


სმარტფონის გაყიდვა წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება და მისი სავარაუდო ღირებულება $800 იქნება.


Nokia Swan Pro Max 5G ხარდაჭერაც ექნება.


მსგავს თემაზე:

SAMSUNG-მა MicroLED ტელევიზორი წარადგინა


Samsung-ის დასაკეცეკრანიანმა სმარტფონებმა არ გაამართლა



სხვა სიახლეები