• Ƀ/$

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი

12 ივნისი 17:39 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აზერბაიჯანში ქალაქ გაბალაში სამმხრივი (საქართველო. აზერბაიჯანი, თურქეთი) მინისტერიალის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ლევან იზორიამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტიური დინამიკაა.


ლევან იზორიამ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.


მსგავს თემაზე:

სტამბოლის ახალ აეროპორტს საწვავით აზერბაიჯანი მოამარაგებს


აზერბაიჯანმა „ბოინგთან“ მილიარდიანი კონტრაქტი გაწყვიტა



სხვა სიახლეები