• Ƀ/$

Bentley-ის ახალი მოდელი 333 კმ/სთ-ის განავითარებს

13 ივნისი 11:29 | ტექნოლოგიები

იმ დროს როცა სპორტული ავტომწარმოებლებიც ელექტრო მოდელებზე გადადიან Bentley ძველ ხაზს მიჰყვება და კლასიკურ სედანს უშვებს უცვლელი კომფორტით და გაზრდილი სიჩქარით. 

ბენტლის ახალ 4 კარიან მოდელს პანორამული სახურავი და სალონში გაზრდილი ხის ფაქტურა ექნება. მისი სიჩქარე 333 კმ/სთ გულგრილს არც რბოლების მოყვარულს დატოვებს. მით უფრო მასინ, როდესაც ბრიტანულ მოდელს 0-დან 100 კმ სთ-მდე, სულ რაღაც 3.7 წამი სჭირდება. უკეთეს მაჩვენებელს მხოლოდ რამდენიმე სპორტული სუპერქარი დებს. მისი სახელიც შესაბამისია - Flying B.


12 ცილინდრიან Bentley Flying B-ს 626 ცხენიძალიანი ძრავი გააჩნია, მისი გაყიდვები 2020 წლიდან დაიწყება. ღირებულება - $245 000 მსგავსი კლასის ავტომობილისთვის არც თუ ისე ბევრია.


Bentley 1931 წელს ბრიტანეთში დაარსდა, 1998 წლიდან კი Volkswagen Group-ის წევრი გახდა.


მსგავს თემაზე:

Mercedes-Benz-მა Maybach-ი განაახლა


ელექტრომანქანების წარმოებაში ინვესტიციები გაორმაგდა



სხვა სიახლეები