• Ƀ/$

ომანის ყურეში ტანკერებზე თავდასხმამ ნავთობი მკვეთრად გააძვირა

13 ივნისი 12:39 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ნავთობმზიდ ორ ტანკერზე ომანის ყურეში დღეს მომხდარი თავდასხმის ფონზე ეტალონური მარკების ნავთობის ფასი ბირჟებზე 4%–ზე მეტით გაძვირდა.

Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე ამ დროისთვის 4%–ზე მეტითაა მომატებული და ბარელზე $62,48 ფიქსირდება.


ომანის ყურეში ორ ნავთობმზიდ ტანკერს დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Press TV ავრცელებს.


ირანული მედიის ცნობით, ადგილიდან, სადაც ტანკერები იმბოფებიან, აფეთქებების ხმა ისმის. პაკისტანისა და ომანის საზღვაო–სანაოსნო უწყებებმა ტანკერების ეკიპაჟებისგან SOS სიგნალი მიიღეს.


დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. არც ისაა ცნობილი, რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ გადაადგილდებოდნენ ტანკერები.


მსგავს თემაზე:

ნავთობმზიდ ტანკერებს ომანის ყურეში თავს დაესხნენ



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი