• Ƀ/$

მაღალმთიან აჭარაში ბუნებრივ გაზს დამატებით 4000-მდე აბონენტი მიიღებს

13 ივნისი 14:50 | ეკონომიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორთან ჯაბა ხმალაძესთან ერთად ხელვაჩაურის მოსახლეობას გაზიფიცირების პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით გაზიფიცირება ახალ მნიშვნელობას შესძენს მთის და რეგიონის განვითარებას. ,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია გაზიფიცირების ნაწილში. დღეს მოვინახულეთ მუნიციპალიტეტები, სადაც აქტიურად დაიწყება წინასაპროექტო სამუშაოები. ჩვენი გეგმის შესაბამისად, შემდეგი წლის განმავლობაში სრულად უნდა დავასრულოთ აჭარის გაზიფიცირება. ეს ნიშნავს ძლიერ ოჯახებს, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად მოვუფრთხილდებით ტყეს და ეკონომიკაც და ტურიზმიც კიდევ უფრო მეტად განვითარდება რეგიონში“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საპროექტო სამუშაოებს აჭარის რეგიონის, 4 მუნიციპალიტეტის, 23 სოფელში ახორციელებს. 202 სოფელში დაგეგმილია წინასაპროექტო მოკვლევის ჩატარება. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ჯამური ღირებულება 692 000 ლარია. პროექტირების დასრულების შემდგომ დაიწყება სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო პროცედურები, რის შედეგადაც ოთხი ათასამდე აბონენტს ექნება შესაძლებლობა მოიხმაროს ბუნებრივი აირი. მშენებლობა 2021 წლისთვის დასრულდება და მისი სავარაუდო ღირებულება 15 500 000 ლარს შეადგენს.


მსგავს თემაზე:

მაღალმთიანი რეგიონები ბუნებრივი გაზით მომარაგდება


გაზიფიცირებულ აბონენტთა რაოდენობა 1.3 მლნ-მდე გაიზრდება


აშშ–ს გაზის სფეროში გაბატონება უწინასწარმეტყველეს



სხვა სიახლეები