• Ƀ/$

თბილისი-ბათუმის მიმართულებას სამგზავრო მატარებლები კიდევ ემატება

13 ივნისი 16:46 | მედია ბიზნესისთვის - M2B

„საქართველოს რკინიგზა“ 15; 16 და 17 ივნისს თბილისიდან -ბათუმის და ბათუმიდან- თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლებს კიდევ ამატებს.

ამერიკული ჯგუფის  „Black Eyed Peas“ კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნულ რეისებზე ბილეთები სრულად იქნა შეძენილი.
„საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით, დაემატა სამგზავრო მატარებლები, რომლის ბილეთებიც ასევე მოკლე დროში გაიყიდა. „საქართველოს რკინიგზამ“ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და გაზრდილი მგზვრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, თბილისიდან სპეციალური რეისები დანიშნა, რომლებსაც გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.
                                         მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:


ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და Biletebi.ge მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge;matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!


მსგავს თემაზე:

საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით რეისების რაოდენობას ზრდის


"საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს



სხვა სიახლეები