• Ƀ/$

ქვეყნები სამუშაო დროის ხანძლივობის მიხედვით - მექსიკაში გერმანიასთან შედარებით 70%-ით მეტს მუშაობენ

15 ივნისი 14:22 | ანალიტიკა

სამუშაო კვირის ხანგძლივობა სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამასთან ზოგან მას მკაცრი საკანონმდებლო ბაზა არეგულირებს, ხოლო ზოგან თავისუფალი ბაზარი. 

მოსაზრება, რომ მიდარ ქვეყანაში ადამიანები ბევრს მუშაობენ, ღარიბში კი ნაკლებს, მცდარია. პროდუქტიულობა და სამუშაოზე დახარჯული დრო ყოველთვის პირდაპირპროპორციული არ არის. პირობითად 1 მუშა ელექტროხეხრხით უფრო მეტ შეშას დაამუშავებს ვიდრე მეორე ხელის ხერხით 10 საათში. ტერიტორიით საქართველოზე პატარა ნიდერლანდები $90 მლრდ-ს სოფლის მეურნეობის ექსპორტს ახორციელებს და ამ დარში სამუშაო ძალის მხოლოდ 2 პროცენტია დასაქმებული, მაშინ როცა საქართველოს აგრო ექსპორტი $1 მლრდ-ს არ აღემატება, მაგრამ ამ მიმართულებით დასაქმებულად სამუშაო ძალის 40%-ზე მეტი ითვლება.


საქართველოს კანონმდებლობით სამუშაო კვირა 40 საათით განისაზღვრება და ამასთან დასაქმებულს წელიწადში 24 დღიანი შვებულების გამოყენების უფლება გააჩნია ეს კი წელიწადში 1900 საათიან სამუშაოს უდრის, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ნორმა ირღვევა და დასაქმებულს 2000 საათზე მეტიც უწევს მუშაობა.


განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში წლიური სამუშაო დრო საქართველოზე ნაკლებია. გერმანიაში ის 1356 საათს, შეადგენს, OECD-ის საშუალო 1744 საათია, აშშ-ის 1784, იაპონიის 1710.


1600 საათიანზე ქვედა ნიშნულს ინარჩუნებენ: დანია, ნორვეგია, ნიდერლანდები, შვედეთი, ისლანდია, ავსტრია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ფინეთი, ბელგია, შვეიცარია...



OECD-ის წევრი ქვეყნებიდან ყველაზე მეტს 2300 საათამდე მექსიკაში მუშაობენ. კორეა კი ერთადერთი მაღალგანვითარებული სახელმწიფოა სადაც სამუშაო საათების რაოდენობა წელიწადში 2000-ს აღემატება.


მექსიკაში სამუშაო დროის ხანგძლივობა გერმანიისას 70%-ით აღემატება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე, მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით მექსიკისას 190%-ით აღემატება.


მსგავს თემაზე:

აშშ-ში უმუშევრობა 50 წლიან მინიმუმზე ნარჩუნდება



სხვა სიახლეები