• Ƀ/$

ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

14 ივნისი 12:43 | ფინანსები

საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ მაისში $145,8 მლნ (400,4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2018 წლის მაისის ანალოგიურ მონაცემზე 11,8%–ით ($15,4 მლნ) მეტია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.


რეგულატორის ცნობით, ფულადი გზავნილების 93,9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გადმორიცხული ფულის მოცულობა სულ მცირე $1 მლნ–ს შეადგენს.



საანალიზო პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ $20,5 მლნ (56,2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც გასული წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელს 3,9%–ით აღემატება.


სხვა სიახლეები