• Ƀ/$

ლარი ვარდნას განაგრძობს

17 ივნისი 13:19 | ფინანსები

ლარმა ახალი კვირა მკვეთრი გაუფასურებით დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე $1-ის ღირებულებამ 2.76-ს გადააჭარბა.

მაისში ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა, როდესაც, პირველად 24 წლიანი არსებობის ისტორიაში კურსი 2.80-ს გადასცდა, რაც 2016 წლის რეკორდზე 2 თეთრით მეტი, ხოლო წლის საწყის მაჩვენებელთან შედარებით 13 თეთრით უფრო მეტი იყო.


2014-2016 წლებისგან განსხვავებით, როდესაც ექსპორტიც შემცირდა და გადმორიცხვებიც, რასაც თან უკრაინაში ომიც დაერთო, წელს გაუფასურება ფუნდამენტური ფაქტორებით არ ყოფილა გამოწვეული, პირიქით სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა კიდეც. იანვარ-მაისში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $330 მლნ-ით -$2.025 მლრდ-მდე შემცირდა. გადმორიცხვები კი $40 მლნ-ზე მეტითაა გაზრდილი.


ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი 17 ივნისს 2.7468-ს შეადგენდა. 12 ივნისს სებმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელ 6.5%-ზე დატოვა. იანვრიდან დღემდე კი 11 სავალუტო ინტერვენციის შედეგად ბრუნვიდან $165 მლნ ამოიღო.


1 წლის წინ ამ დროს დოლარი 30 თეთრით იაფი ღირდა და კურსი 2.4602-ს შეადგენდა.


სხვა სიახლეები