• Ƀ/$

ლარის კურსი 2.78-ს მიუახლოვდა

18 ივნისი 15:32 | ფინანსები

ლარი მეორე დღეა ვარდნას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე $1-ის ღირებულება 2.7770-ს მიაღწია, რაც 18 ივნისის ოფიციალურ კურსს 2 თეთრზე მეტით აღემატება.

მაისში ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა, როდესაც, პირველად 24 წლიანი არსებობის ისტორიაში კურსი 2.80-ს გადასცდა, რაც 2016 წლის რეკორდზე 2 თეთრით მეტი, ხოლო წლის საწყის მაჩვენებელთან შედარებით 13 თეთრით უფრო მეტი იყო.


1-ლი ივნისიდან ლარმა გამყარება დაიწყო. 9 ივნისს ოფიციალური კურსი 2.7344-ს შეადგენდა, რაც 31 მაისის კურსთან შედარებით 6.8 თეთრით ნაკლები იყო, მაგრამ განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც ზაფხულის თვეებში ლარი გამყარების ტენდენციით გამოირჩეოდა, წელს ივნისის მეორე დეკადაში კურსი ისევ გაუფასურდა.


1 წლის წინ ამ დროს დოლარი 32 თეთრით იაფი ღირდა და კურსი 2.4586-ს შეადგენდა.


სხვა სიახლეები