ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული 19 ივნისის ოფიციალური კურსი 2.7664-ს შეადგენს, საბაზრო კურსი კი მას თითქმის 3 თეთრით აღემატება. ორშაბათის შემდეგ ლარი 5 თეთრით გაუფასურდა.
თუ არ ჩავთვლით მაისის ბოლო ვარდნას, როდესაც კურსმა ლარის არსებობის 24 წლიან ისტორიაში პირველად 2.80-ს გადააჭარბა, კურსი ყველაზე მაღალია 2016 წლის დეკემბრის შემდეგ, ეს მაშინ როცა 2014-2016 წლებისგან განსხვავებით კურსზე ფუნდამენტური ფაქტორები აღარ ახდენს გავლენას. იანვარ-მაისში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $330 მლნ-ით შემცირდა.