• Ƀ/$

დამოკიდებულება LGBT პირების მიმართ სახელმწიფოების მიხედვით

20 ივნისი 11:08 | ანალიტიკა

LGBT ადამიანების მიმართ დამოკიდებულება მსოფლიო მასშტაბით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ზოგ ქვეყანაში მათ ქორწინების უფლებაც გააჩნიათ, ხოლო ზოგან სიკვდილით ისჯებიან. 

პირველი სახელმწიფო რომელმაც 2001 წელს გეი ქორწინება დააკანონა ნიდერლანდები იყო. ევროპიდან მას ეტაპობრივად ბელგია, ბელგია, ესპანეთი, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ისლანდია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია და მალტა შეუერთდნენ. გეი ქორწინება ასევე დაკანონებულია აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, სულ 28 სახელმწიფოში.


აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქყვეყანაში ქორწინება ჩანაცვლებულია სამოქალაქო პარტნიორობით.


მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ჰო,უსექსუალური ურთიერთობა დეკრიმინალიზებულია, მაგრამ დაუშვებელია ქორწინება.


ალჟირში, ეგვიპტეში, სამხრეთ სუდანში, განაში, ნიგერიაში, სენეგალში, ტანზანიაში, ეთიოპიაში, ასევე თურქმენეთში, უზბეკეთში აზიისა და აფრიკის კიდევ რამდენიმე სახელმწიფოში ჰომუსექსუალური კავსირი 6 თვიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


კანონმდებლობა კიდევ უფრო მკაცრია ირანში, საუდის არაბეთში, სუდანში, ნიგერიაში, იემენსა და ავღანეთში სადაც გეი წყვილებს სიკვდილით დასჯა ელით.


ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული ფაქტი ბრუნეის უკავშირდება. ამ ქვეყანაში ჰომუსექსუალური ურთიერთობა 10 წლიანი პატიმრობით ისჯება, სულთანმა ჰასან ბოლკმა კანონდმებლობის გამკაცრება და პატიმრობის სიკვდილით დასჯით ჩანაცვლება გადაწყვიტა, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობის პროტესტის ფონზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლა გაურკვეველი ვადით გადადო.


კანონმდებლობის გარდა გეი ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია მოსახლეობაშიც. ყველაზე დიდ წინააღმდეგობას ერთის მხრივ მათი საკანონმდებლო დევნა, ხოლო მეორეს მხრივ ბავშვის აყვანის უფლება იწვევს.


სხვა სიახლეები