• Ƀ/$

ლარმა ევროსთან მიმართებაშაი გაუფასურების წლის რეკორდი მოხსნა

20 ივნისი 17:53 | ფინანსები

21 ივნისის ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 0.73 თეთრით გამყარდა, თუმცა ევროსთან 1.77 თეთრით გაუფასურდა და 3.1406-იანი მაჩვენებლით მიმდინარე წლის რეკორდი მოხსნა. 

1-ელ იანვარს ევროს ოფიციალური კურსი 3.0597-ს შეადგენდა. თებერვალში ლარის გამყარების პროცესში კურსი 3.00-ს ჩამოსცდა და 16 თებერვალს 2.9791-მდე გამყარდა, შემდეგ კი ისევ გაუფასურება დაიწყო.


ევრო, ყველაზე ძვირი 2017 წელს ღირდა, 28 ნოემბერს მაქსიმალურმა მაჩვენებელმა 3.2440-ს მიაღწია. თუმცა იმ დროს ევრო $1.18 ღირდა, ახლა კი მისი ფასი $1.13-ს შეადგენს.



მსგავს თემაზე:

ევრო 20 წლის გახდა


100 და 200 ევროიანი ბანკნოტები განახლდა



სხვა სიახლეები