• Ƀ/$

ბრიტანეთში სუფთა ენერგიის მოხმარებამ წიაღისეულისას გაუსწრო

21 ივნისი 14:49 | ტექნოლოგიები

ბრიტანეთში გარემოს არადამაბინძურებელი წყაროებისგან მოხმარებულმა ელექტროენერგიის მოცულობამ წიაღისეულისგან მიღებულს გადააჭარბა, იმ დაშვებით თუ ბირთულ საწვავს სუფთა ენერგიად ჩავთვლით. 

გაერთიანებული სამეფო ელექტროენერგიის მოთხოვნის 91%-ს შიდაწარმოებიდან იკმაყოფილებს, საიდანაც ყველაზე დიდი 41%-იანი წილი ბუნებრივ გაზს ეკუთვნის. ყველაზე იაფი, მაგრამ ამავე დროს გარემოს ყველაზე მეტად დამაბინძურებელი ნახშირის წილი 3%-ს არ აღემატება.


სუფთა ენერგიაში ჰიდროს, მზისა და ქარის წილი 24 პროცენტია, ბიომასის - 6%. ატომურ ენერგიას კი 18%-იანი წილი უკავია.


იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი გამართულად მუშაობს ბირთული ენერგია უსაფრთხო და ეკოლოგიურია, მაგრამ ავარიის შემთხვევაში ადამიანებზე და გარემოზე მიყენებული ზიანი ბევრად უფრო დიდ მასშტაბს იძენს ვიდრე ნახშირის წვა. ჩერნობილისა და ფუკუშიმას ავარიების სახელმწიფოთა ნაწილმა სრულად შეაჩერა ან შეამცირა ბირთული საწვავის გამოყენება.


ისევე როგორც განვითარებული სახელმწიფოების აბსოლუტურ უმრავლესობას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ამბიცია ბრიტანეთსაც გააჩნია, რაც ძირითადად განახლებადი ენერგიის მოცულობისა და ელექტრომობილების რაოდენობის ზრდაში გამოიხატება.


მსგავს თემაზე:

გამჭვირვალე მზის პანელი განახლებადი ენერგიის წილს გაზრდის


განახლებადი ენერგიის სასარგებლოდ გერმანია ნახშირის მოხმარებას ანულებს


კახეთში ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდება


მინიმანქანები ელექტრო ძრავზე



სხვა სიახლეები