• Ƀ/$

რკინიგზაზე წყალბადზე მომუშავე პირველი მატარებელი გამოჩნდა

21 ივნისი 17:21, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

დიდი ბრიტანეთის რკინიგზაზე წყალბადის საწვავზე მომუშავე პირველი მატარებელი გამოჩნდა.

"მინი-ენერგეტიკული სადგურები ბორბლებზე" -ასე აღწერს ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევარი წაყლბადზე მომუშავე მატარებელს. მატარებლის მიერ გამოყოფილი  გამონაბოლქვის დონე ნულოვანია.


აღსანისნავია, რომ ამ ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ორი მატარებელი უკვე მუშაობს გერმანიაში, თუმცა დიდი ბრიტანეთის სარკინიგზო ქსელის მოდელი მათაგნ ვიზუალურად განსხვავებულია.


ცნობისთვის, წყალბადის ტექნოლოგია ტრანსპორტის ძრავაში პირველად ავტომწარმოებელმა კომპანია „ჰონდამ“ გამოიყენა.


მსგავს თემაზე:

ბრიტანეთში მატარებლები მზის ენერგიაზე გადავლენ



სხვა სიახლეები