• Ƀ/$

რუსეთი ქართულ ღვინოს ახალ ემბარგოს უმზადებს

24 ივნისი 14:26 | მედია ბიზნესისთვის - M2B

"როსპოტრებნადზორმა“საქართველოს მიერ ექსპორტირებულ ალკოჰოლურ პროდუქციაზე, მისი ხარისხის გაუარესების გამო, კონტროლი გააძლიერა. 

"მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობაზე ზედამხედველობის ფედერალური სამსახური სისტემატურად აკონტროლებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებას, რისი შედეგებიც დინამიურად აჩვენებს პროდუქციის ხარისხის გაუარესებას ", - ნათქვამია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის განცხადებაში


დეპარტამენში აღნიშნავენ, რომ 2014 წლიდან 2018 წლამდე, საქართველოდან იმპორტირებული ალკოჰოლური პროდუქციის რაოდენობა, რომელიც არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, 2.9-ჯერ გაიზარდა და 2018 წელს - 203 000 ლიტრი შეადგინა.საუბარია კომპანიებზე „ბაგრატიონი 1882“, „ბოლერო ენდ კომპანია“, „ტრადიციული კახუი მეღვინეობა“, „ბადაგონი“ და „ქართული ღვინის სახლი“.


კომპანია „ჯივიესი“-ს დირექტორი ქეთი კენკიშვილი M2B-სთან საუბარში აცხადებს, რომ მათი ღვინო ყოვეთვის მოწმდებოდა ექსპორტისას.


„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუმცა, მე რაც შემიძლია ნამდვილად ვთქვა , ჩვენი ღვინის გასვლა როგორც ხდებოდა რუსეთში აქამდე, ყოველთვის სტაბილური იყო და ერთნაირად გადიოდა  შემოწმებებს და არანაირი პრობლემა არასდროს არ შექმნია , ყოველთვის გადიოდა ხარისხის შემოწმებებს რათქმაუნდა , ბოლო 2 დღე არ ვიცი გავიდა თუ არა“,- აცხადებს ქეთი კენკიშვილი


სხვა სიახლეები