• Ƀ/$

2.8437 - ლარის მკვეთრი გაუფასურება გრძელდება

25 ივნისი 16:13 | ფინანსები

ლარის მკვეტრი ვარდნა გრძელდება. მხოლოდ 24 ივნისს კურსი Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 3.62 თეთრით გაუფასურდა და 2.8437-ს მიაღწია, რაც აბსოლუტური რეკორდია.

დილით ვაჭრობა 2.8075-ითდაიწყო, შემდეგ მცირე დროით 2.80-ზეც ჩამოვიდა, მაგრამ მალევე დიდი სისწრაფით დაიწყო ვარდნა.


დღეს მოქმედი ოფიციალური კურსი 2.7945-ა, წინა რეკორდი კი 31 მაისს 2.8023-ზე დაფიქსირდა.


წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებაში ჯამში 17 თეთრით გაუფასურდა.


ევრო 3.21-ზე ივაჭრება, რაც მიმდინარე წლის რეკორდია და აბსოლუტურ რეკორდს 3 თეთრი აშორებს.


სხვა სიახლეები