• Ƀ/$

BMW-ის ჰიბრიდები დაბინძურებულ ქალაქებში საწვავის ძრავს ავტომატურად გამორთავენ

25 ივნისი 17:33 | კომპანიები

BMW-ს განცხადებით, მისი ჰიბრიდული მანქანები ძალიან დაბინძურებულ ურბანულ რაიონებში მოძრაობისას ავტომატურად შეწყვეტენ საწვავის ძრავის გამოყენებას და მთლიანად ელექტრო ძრავზე გადავლენ.

ამ საშუალებით კომპანია ცდილობს უპასუხოს ჰიბრიდული მანქანების გარემოზე ზემოქმედების შემცირების ოპტიმიზაციას. ასევე გაუკლავდეს სრულად ელექტრო მანქანების გაყიდვების კონკურენციას, რომლის წილიც გასულ წელს მთლიანი ავტობრუნვის 1.5% იყო.


ხალხი ერიდება  შორ მანძილზე გადაადგილებას სრულად ელექტრო მაქნქანებით, რადგან მათ ბატარეას მოქმედების განსაზღვრული დრო აქვს და საჭიროებენ კვების წყაროს გარკვეული დისტანციის შემდეგ.


ახალი BMW ჰიბრიდები დიდ ქალაქებში 2020 წლიდან გამოჩნდებიან. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი ფუნქცია დაბინძურების შემცირებაში ეფექტური იქნება.


მსგავს თემაზე:

BMW-მ ახალი თაობის ელექტრული ქროსოვერის Vision iNEXT კონცეფცია წარმოადგინა



სხვა სიახლეები