• Ƀ/$

"ჯი პი აი ჰოლდინგმა" ეკოისტების კამპანია დაიწყო

26 ივნისი 15:07 | კომპანიები

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მასშტაბური ლოიალობის პროგრამა "ეკოისტები" წარადგინა. ეს არის კამპანია, რომელიც განსაკუთრებულ პირობებს მოიცავს როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.

ეკოისტების მოძრაობის წევრებს სხვადსახვა ექკოქცევით ჯანსაღი ცხოვრების ვალუტის - ეკომონეტების, გამომუშავება შეუძლიათ. 


"ჩვენი ლოიალობის პროგრამა , ორ მიმართულებას მოიცავს: პირველი - ეს არის ჩვენი ლოიალური კლიენტების წახალისება და მათთვის გრძელვადიანად განსაკუთრებული პირობების შეთავაზება. უკვე ერთი წელია ჩვენს ერთგულ კლიენტებს დაზღვევაში გადახდილი თანხის გარკვეული პროცენტი (10%-მდე) უგროვდებათ, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის. და მეორე, ახალი მიმართულება - როცა აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლებს დამატებით ვაძლევთ საშუალებას , თანხა ჯანსაღი ცხოვრების წესითაც გამოიმუშავონ. თანხა ეკომონეტების სახით გროვდება და მისი დახარჯვა დაზღვევაშია შესაძლებელი. ეკომონეტები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს დაზღვეულებში და დარწმუნებულები ვართ, ეს სიახლე - წახალისება ეკოქცევებით - ჩვენთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს მათ“,- აცხადებს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორი სანდრო კიკნაძე.


ეკოქცევა, რომელიც პროგრამაში ჩართულმა ადამიანებმა უნდა შეასრულონ, 5 ეკოაქტივობას მოიცავს: ვარჯიში, 10 ათასი ნაბიჯი დღეში, 2 ლიტრი წყალი დღეში, ველოსიპედის შეძენა, ავტომობილის გამონაბოლქვი: ევროსტანდარტი.
ეკოაქტივობებით თანხის მიღება არა მხოლოდ ჯიპიაი-ს დაზღვეულებს, არამედ ყველა მსურველს შეუძლია. ეკომონეტების გამომუშავება ეკოქცევების აპლიკაციაში MYGPI-ში დაფიქსირებით ხდება. ის ხელმისაწვდომია როგორც IOS , ისე Android მომხმარებლებისთვის და საკმარისია მხოლოდ ავტორიზაციის გავლა, რომ დაგროვება იმავე დღეს დაიწყოს.


"დღეს საფუძველი ჩავუიყარეთ ეკოისტების მოძრაობას, რომელიც პროგრესულ მოქალაქეებს აერთიანებს. ეკოქცევა არ მოიცავს, მხოლოდ ეკოლოგიას, არამედ ორიენტირებულია გარემოზე, გარშემო მყოფ ადამიანებსა და მომავალი თაობების კეთილდღეპობაზე ზრუნვაზე. ამ კამპანიით შემოვიტანეთ ჯანსაღი ცხოვრების ვალუტა, რომელსაც ჰქვია ეკომონეტა და პირველი კომპანია ვიქნებით საქართველოში, ვინც ადამიანებს ცხოვრების სწორი წესის მიმდევრობისთვის თანხას გადაუხდის. ამისთვის გვაქვს 5 ეკოქცევა, რომელსაც შემდგომ კიდევ დავამატებთ სხვა აქტივობებს.
გვიხარია, რომ ჩვენ კამპანიის ფარგლებში ეკოისტური სულისკვეთების კომპანიების გაერთიანებაც შევძელით და მინდა მათ გადავუხადო მადლობა. ეკოისტობის იდეის პოპულარიზებაში ასევე ჩვენი ეკოჯარისკაცები დაგვეხმარებიან.ეს ის ხალხია, ვინც გარემოს დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის იბრძვის",- აღნიშნავს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი თინათინ სტამბოლიშვილი.



ეკოჯარისკაცები, რომლებიც კომპანიას საზოგადოების წევრების გააქტიურებაში დაეხმარებიან, ცნობილი სახეები არიან.
მათ შორის არის გიგა მაქარაშვილი: სამოქალაქო აქტივისტი, რომელმაც უკვე სამი მსვლელობა მოაწყო ფეხით. ბოლო „თავისუფლების მარში“ 26 მაისს მესტიაში დაასრულა და ამ დროის განმავლობაში 2მილიონზე მეტი ნაბიჯი გაიარა. ის ფეხით სიარულის ატქივობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას;


"ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო დღეს "ჯი პი აი"-მ, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება. როგორც ჩანს ნელ-ნელა ვიზრდებით და ვვითარდებით. უკვე შეგვიძლია არა მარტო იმაზე ვიფიქროთ, რა ვჭამოთ ხვალ და როგორ გავიტანოთ თავი, არამედ პარალელურად იმაზეც ვიფიქროთ როგორ გავუფრთხილდეთ ეკოლოგიას, როგორ ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით და როგორ დავნერგოთ ის ნაბიჯები, რომლებითაც ჩვენი შემდეგ თაობა კიდევ უფრო მომზადებული შეხვდება გარემოს დაცვის გამოწვევებს. ეს არის ცხოვრების სწორი წესის დანერგვის მცდელობა და რაც მთავარია ამაში გვხიდიან ფულს, რომელიც თავად "ჯი პი აი"-მ მოიფიქრა. ძალიან მიხარია, რომ ვარ ერთ-ერთი ეკოჯარისკაცი, რომელსაც დღეს მიმდინარე მოვლენების სიმბოლურად, ერთი თვალი ახვეული აქვს, თუმცა სწორედ იმიტომ, რომ კიდევ უფრო ჯანსაღი თაობა წამოვიდეს მომავალში",- ამბობს გიგა მაქარაშვილი.


ეკოჯარისკაცებს შორის არის ასევე ვლოგერი სალომე კასრაძე, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია. ის ეკოისტებს დღის განმავლობაში აქტიურად წყლის მიღებას შეახსენებს.


"სოციალურ ქსელებში ჩემი გამომწერები უკვე ინფორმირებულები არიან თუ რა რამდენად მნიშვნელოვანია აქტიურად წყლის სმა. მე ყოველთვის მოვუწოდებ მათ ამისკენ და "სთორიზე" ვდებ 1 ჭიქა წყალს. ძალიან მიხარია, რომ "ჯი პი აი"-ს ამ აქციით ისინი წყლის სმასთან ერთად ეკომონეტებს დააგროვებენ. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ჩვენ ეკოჯარისკაცები შევატყობინებთ ადამიანებს თუ როგორ უნდა გამოიყენონ MYGPI-ს აპლიკაცია, თუ როგორ უნდა მონიშნონ, ამ შემთხვევაში, წყლის რაოდენობა და როგორ გადაცვალონ ეკომონეტები სხვადასხვა სერვისებზე. ძალიან დიდი მადლობა "ჯი პი აი"-ს, რომ მთავარი მიზნის, ეკოსისტემის დაცვის გარშემო ყველა გაგვაერთიანა",- ამბობს სალომე კასრაძე.


ეკოჯარისკაცები ასევე არიან : გამეზა, მხატვარ-მონუმენტალისტი, სთრით-არტისტი, ანტიშფოთის იდეის შემქმნელ-მატარებელი, როემლიც ველოსიპედით მოძრაობას გაუწევს პოპულარიზაციას; მელი ბაღდავაძე, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ აღმასრულებელი პროდიუსერი, კანის ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოში, ათობით საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი სარეკლამო ფესტივალებზე და ამავდროულად ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირობო მიმდევარი. ის ავტომობილის ძრავის გამონაბოლქვის შემცირებაზე ზრუნვისაკენ მოუწოდებს კამპანიის მონაწილეებს; და
დათა ქაჯაია, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მრბოლელი, 4 გზის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო სერიის პრიზიორი, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას გაუწევს პოპულარიზაციას;


ეკოისტების მოძრაობის აქტივობა ფეისბუქ ჯგუფში ეკოისტები- Ecoists გაიშლება და ეს იქნება სივრცე ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გასააქტიურებლად. ჯგუფი ეკოისტებს გააერთიანებს და სხვადასხვა სასარგებლო წამოწყებას ჩაუყრის საფუძველს. მასში გაწევრიანება და გარემოს უკეთესობისკენ შეცვლაში ჩართვა ყველა ადამიანს შეუძლია.


„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 19.6% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგში 700 ადამიანი მუშაობს საქართველოს 7 ფილიალში და ემსახურება 150,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით.


„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 25 ქვეყანაში 50 კომპანიაში. 2018 წლის მონაცემებით ჯგუფის მიერ მოზიდული პრემია 9.7 მილიარდი ევროა, ხოლო წმინდა მოგებამ - 485 მილიონი ევრო შეადგინა.


 


სხვა სიახლეები