• Ƀ/$

საბანკო ექსპერტი ლარის გაუფასურებას პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებს

26 ივნისი 18:00 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მას ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებს. 

"ცნობილია, რომ პოლიტიკური დაძაბულობების შემთხვევაში, ბაზარზე წარმოიქმნება გაურკვევლობა და როდესაც ასეთ დროს ფიზიკური და იურიდიული პირები იწყებენ უცხოური ვალუტის შესყიდვას, იმისდა მიუხედავად ამის საჭიროება აქვთ თუ არა, იგი პირდაპირ ზემოქმედებს ლარის კურსზე, რდაგან ლარის გაუფასურების მოლოდინით ხდება დოლარზე მოთხოვნის ზრდა, მიუხედავად იმისა იმ მომენტში იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს აქვთ თუ არა მისი საჭიროება. მაგრამ ამით არა თუ ვერ აზღვევენ მომავალში სავალუტო რისკებს, არამედ პირიქით – სწორედ ამით ახდენენ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ხელოვნურ სტიმულირებას და უარყოფითი მოლოდინების ფორმირებას; სამწუხაროდ, პოლიტიკური არასტაბილურობის ფასიც ეს არის გარკვეულწილად!


ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა ვიცოდეთ, რომ ამით ჩვენვე ვქმნით რა ხელოვნურ აჟიოტაჟს, ხელს ვუწყობთ ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას, ხოლო განცხადებები -ლარი გაუფასურების „ისტორიულ მაქსიმუმზე“ და "ახალ რეკორდებზე", აფიშირებით, ან „ლარი ჩამოიშალა“, „შემდეგი გაჩერება 3-ია“ და ა.შ. არის ამ პანიკური აჟიოტაჟის შემადგენელი, რასაც რეალობასთან, მით უფრო სერიოზულ ექსპერტულ შეფასებასთან საერთო არაფერი არა აქვს.


მიმაჩნია,რომ მიუხედავად ბოლო ორ დღეში ლარის კურსის აშშ დოლართან მიმართებაში 2.7798 დან 2.847 ნიშნულამდე გაუფასურებისა, ლარის მიმდინარე გაუფასურებას მოკლევადიანი ხასიათი აქვს, რაც დიდწილად სწორედ ამ აჟიოტაჟური განწყობის შედეგია. ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა ფუნდამენტური ანუ გრძელვადიანი ზემოქმედების ფაქტორები, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ლარის კურსზე, გაუმჯობესებულია, მათ შორის შემცირებულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტის მაჩვენებელი.


თვალსაჩინოებისათვის, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი $1 466.8 მლნ–ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.2%–ით მეტია, ხოლო იმპორტი $3 492.3 მლნ–ს (3.6%–ით ნაკლები), რაც აჩვენებს წმინდა ექსპორტის, ანუ ექსპორტის ზრდით იმპორტის ზრდის გადაფარვის დადებით ხასიათს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, იანვარ-მაისში, $2 025.5 მლნ შეადგინა, რაცსაგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია,რაც ბოლო წლებში ისტორიულ მინიმუმზეა,და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (47.7 %), შემცირებულია მთელი 7%-ით, ხოლო თანხობრივად $314 მლნ–ით($2.339.7 მლრდ), ანუ წელს, გასულ 2018 წელთან შედარებით, ქვეყნიდან $314 მლნ-ით ნაკლები ვალუტა გავიდა."


სხვა სიახლეები