• Ƀ/$

ახალი რეკორდი - ლარის კურსი 2.87-ზეა

27 ივნისი 13:24 | ფინანსები

ლარი ისევ ვარდება და ყოველდღიურად გაუფასურების ახალ რეკორდს ხსნის. თბილისის დროით 13:00 სთ-ზე Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კურსმა დოლართან მიმართებაში 2.8700-ს მიაღწია.

27 ივნისის ოფიციალური კურსი 2.8470-ს შეადგენს. სავალუტო ჯიხურებში კი დოლარის ღირებულება 2.85-ს აჭარბებს.


კურსის ვარდნასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და ის ძირითადად რუსეთთან დაკავშირებული უარყოფითი მოლოდინებით ახსნა. სებისავე განმარტებით კურსის სამომავლო პროგნოზირება რთულია.


3.25-ზეა ევროც, რაც ასევე აბსოლუტური რეკორდია.


მხოლოდ წელს ლარი 7.5%-ით გაუფასურდა, ბოლო 6 წელიწადში,  72%, 2008 წლის შემდეგ კი 105%-ით.


სხვა სიახლეები